15 აპრილიდან თბილისში მუშაობას შეუდგა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 16-კაციანი ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ეუთოს მეთვალყურეთა ძირითად ჯგუფს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანხმად, არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესში აქტიურობს ევროკავშირი და მზადყოფნას გამოხატავენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც ნაწილობრივ უკვე დაიწყეს კიდეც მუშაობა არჩევნების მეთვალყურეობის მიმართულებით.
არჩევნების სამეთვალყურეო ეუთოს მისიას, რომელიც თბილისში 15 აპრილს გამთენიისას ჩამოვიდა, ბრიტანელი ელჩი ოდრი გლოვერი ხელმძღვანელობს. მისია შეაფასებს საარჩევნო კანონმდებლობას, პოლიტიკურ კამპანიას, მედიის როლს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასა და დარღვევათა გასაჩივრების პროცედურებს. მისიის ფუნქციები ასევე მოიცავს მედიის მონიტორინგის კომპონენტს იმის დასადგენად, თუ როგორ შუქდება არჩევნები საზოგადოებრივი და კერძო ძირითადი მაუწყებლების მიერ. ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეუთოს სამეთვალყურეო მისია საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმუშავებს.
ეუთოს მეთვალყურეთა პირველ ნაკადს 25 აპრილს შეუერთდება გრძელვადიან მეთვალყურეთა 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესს რეგიონალურ დონეზე დააკვირდება. 28 მაისს კი საქართველოში ეუთოს კიდევ 350 მეთვალყურე ჩამოვა. ეგრეთ წოდებული მოკლევადიანი მეთვალყურეების ჯგუფი, რომელიც ეუთოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას გააკონტროლებს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას, ევროკავშირის ეგიდით, განახორციელებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დაახლოებით 1000 მეთვალყურე და იურისტებისგან შემდგარი 15 ჯგუფი. ევროკავშირისგან მიღებული ასეთი დაპირების შესახებ ვიცე-პრემიერ მინისტრის გიორგი ბარამიძის ოფისი იუწყება. ამავე წყაროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირისა და „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ შეთანხმების საფუძველზე, ”არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება უზრუნველყოფს გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით 90 მეთვალყურეს.” ეს განცხადება გამოქვეყნდა 13 აპრილს, როდესაც არჩევნებამდე უკვე აღარ რჩებოდა 2 თვე, თუმცა, როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე განმარტავს, ნაწილობრივ მართლაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეთვალყურეობის პროცესი უკვე დაწყებულია:
”ეს გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის მონიტორინგი, ანუ რამდენად ადეკვატურად მუშაობენ ისინი საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში... ასევე ვამოწმებთ პოლიტიკური პარტიები როგორ წარმართავენ ოლქების დონეზე თავიანთ კამპანიებს, ხვდებიან თუ არა ამომრჩევლებს, რა თემებზე საუბრობენ და არის თუ არა პრობლემები ამ მიმართულებით... ასევე დიდ ყურადღებას მივაქცევთ იმას, ხომ არ ვლინდება ოლქებში ისეთი ფაქტები, როგორიც არის ზეწოლა, მოსყიდვა და ასე შემდეგ...”
ეკა სირაძე-დელონე ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ჩამოვა თუ არა ევროკავშირის სპეციალური დელეგაცია არჩევნებისთვის საქართველოში. სამაგიეროდ, ვიცე-პრემიერის ვებ-გვერდის საშუალებით ვიგებთ, რომ ევროკავშირი საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება მედიის მონიტორინგის კუთხითაც, რაც, ძირითადად, სატელევიზიო არხების მიერ არჩევნების პროცესის გაშუქების შეფასებას შეეხება. აქვე ვიგებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება მოთხოვნაზე ევროკავშირის პოზიტიურ გამოხმაურებას და გამოხატავს სრულ მზადყოფნას ყველაფრის გასაკეთებლად იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამ მზადყოფნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი, რუსეთიდან მომავალ საფრთხეს უკავშირებენ. ასე ფიქრობს სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძეც:
”ეს არჩევნები იქნება არა მარტო დემოკრატიის გამოცდა, არამედ ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ არ დავუშვათ რუსეთის აგრესიის მორიგი ტალღის გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ.”
რუსეთის ფაქტორს მაისის არჩევნებთან მიმართებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ხაზს არასოდეს უსვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი მხრიდან აქცენტი, ძირითადად, იმაზე კეთდება, რომ მაისის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. მათ შორის არის ნატოც, რომელმაც ამ პუნქტს საგანგებო ადგილი მიუჩინა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის 2010 წლის სამოქმედო გეგმაში. არჩევნების მნიშვნელობას აცნობიერებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალური რეგისტრაცია ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ორგანიზაციას აქვს გავლილი.