Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საიენტოლოგიის დამაარსებლის ტექსტები აკრძალეს


რუსეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, ქვეყანაში აიკრძალება საიენტოლოგიის დამაარსებლის, რონ ჰაბარდის ათობით ტექსტი და ჩანაწერი. რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ტექსტები „ექსტრემისტულად“ იქნა მიჩნეული. აკრძალვა ვრცელდება 28 წიგნზე და კიდევ აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე, რომლებშიც ჰაბარდის ლექციებია გადმოცემული. ჰაბარდი ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალი იყო, რომელმაც საიენტოლოგია 1954 წელს დააარსა. საიენტოლოგია აცხადებს, რომ სურს მსოფლიო „ომის, დანაშაულის და სიგიჟისგან“ გაათავისუფლოს. მის მიმდევრებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები, ტომ კრუზი და ჯონ ტრავოლტა არიან. საიენტოლოგიამ რელიგიის სტატუსი შეერთებულ შტატებში 1993 წელს მოიპოვა.
XS
SM
MD
LG