Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილი და კუკავა მოსკოვში გაემგზავრნენ


“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი და “კონსერვატორი” კახა კუკავა დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. დავითაშვილმა სააგენტოს უთხრა, რომ უკვე დაგეგმილია შეხვედრები როგორც ქართულ დიასპორასთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან. დავითაშვილი და კუკავა დუმაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებსაც შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრები, კობა დავითაშვილის თქმით, არ იგეგმება.

XS
SM
MD
LG