ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზეზით, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჩვეული გრაფიკით მუშაობაზე უარის თქმა და საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გადაწყვიტა. წინადადება, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნა უდევს საფუძვლად, პარლამენტის თავმჯდომარემ 26 აპრილს გამართულ ბიუროს სხდომაზე გაახმაურა. დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ”ბევრი დეპუტატი, განსაკუთრებით მაჟორიტარები, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიას და პარლამენტის მუშაობის განრიგს ერთმანეთს ვერ უთავსებენ.”
მაჟორიტარები ითხოვდნენ, რომ პარლამენტს მუშაობა 30 მაისამდე შეეწყვიტა. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სრულ შეწყვეტას ის დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებსაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ ამა თუ იმ კანონპროექტის ასეთი ხანგრძლივი დროით გადავადება. 27 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მსვლელობისას, გაირკვა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში პლენარული სხდომები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაიმართება.
წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, პარლამენტის სხდომების მოწვევის პროცესი სრულად შეწყვეტილიყო, 27 აპრილს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. მისი პოზიციის მიხედვით, ქართული დასის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებათა პაკეტები არჩევნებამდე ვერ მოიცდის:
”ერთი სოციალური პაკეტია, ხოლო მეორე ეხება ადამიანის უფლებებსა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ არჩევნებამდე ეს პროექტები მაინც იქნეს განხილული. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინიმალური პენსიის გაზრდა 150 ლარამდე, ანუ საარსებო მინიმუმამდე, და მეორე პროექტი, იმავე სოციალური პაკეტიდან, ეს არის ყველა სოციალურად დაუცველი მოქალაქისა და ყველა პენსიონერის უზრუნველყოფა უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისებით.”
მართალია, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში 27 აპრილს ქართული დასის მიერ ინიცირებული პაკეტების განხილვა არ მოხვდა, მაგრამ ჯონდი ბაღათურიამ ერთგვარი პირობა მიიღო, რომ პროექტები აუცილებლად გავა პარლამენტის სხდომაზე, ხოლო თუ როდის, ეს უკვე დამატებითი შეთანხმების საგანი უნდა გახდეს:
”...შემდეგი სხდომის შესახებ გეცნობებათ დამატებით, კოლეგებო... დღევანდელი სხდომა დასრულებულია. მადლობთ”, - ამ სიტყვებით ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი კოლეგებს 27 აპრილს ჯერჯერობით გაურკვეველი დროით დაემშვიდობა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ცვლილებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს:
”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იქნება ზუსტად იგივე რეჟიმი, რაც არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ანუ პარლამენტი ერთი თვით ადრე გადავა ისეთ რეჟიმში, როდესაც პლენარული სხდომები გაიმართება საჭიროებიდან გამომდინარე.”
სწორედ ამ გადაწყვეტილებას ითვალიწინებდა ცვლილება ”საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში”, რომელსაც დეპუტატებმა კენჭისყრის გზით დაუჭირეს მხარი. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 27 აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა, პირველი, მეორე თუ მესამე მოსმენით, კენჭი დაახლოებით 40 კანონპროექტს უყარეს. საუბარია სხვადასხვა სახის ცვლილებებზე საგადასახადო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში თუ, მაგალითად, კანონში ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”. კენჭისყრის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო რაოდენობის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საკმაოდ დაგვიანებით მოიყარეს თავი.