Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ნორვეგიამ არქტიკაში საზღვრის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს


რუსეთისა და ნორვეგიის ლიდერების განცხადებით, მათ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაინაწილონ მრავალწლიანი უთანხმოების გამომწვევი სექტორი ბარენცის ზღვაში. როგორც ოსლოში ვიზიტის დროს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დახურონ საზღვრის დემარკაციის საკითხი. მისივე თქმით, ხელმოსაწერად მზადდება საბოლოო დოკუმენტები. ხოლო როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზვრის საკითხზე შეთანხმებას "რაც შეიძლება მალე" მოაწერენ ხელს.
XS
SM
MD
LG