Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი ამბობს, რომ ჩინეთის ლიდერთან ირანზე „სიღრმისეული“ მოლაპარაკება გამართა


საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან „სიღრმისეული“ მოლაპარაკება გამართა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. სარკოზის, რომელიც ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, მოლაპარაკების დეტალები არ დაუკონკრეტებია. საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს ჩინეთის დაყოლიება სურთ თეირანისთვის ახალი სადამსჯელო ზომების დაწესების საქმეში, ირანის საკამათო ბირთვული პროგრამის გამო - თუმცა ამ დრომდე პეკინი სანქციების დაწესებას არ თანხმდებოდა. ირანი ჩინეთისთვის მსხვილ სავაჭრო პარტნიორს და ნავთობის წყაროს წარმოადგენს. ჩინეთს ირანის ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ინვესტიციები აქვს ჩადებული. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამით ის ატომურ იარაღზე მუშაობის პროცესს ნიღბავს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG