Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში კვლავ რთული ვითარებაა


კვლავ რთული ვითარებაა კახეთის რეგიონში, სადაც გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია გომბორის უღელტეხილსა და თბილისი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე. მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია თელავისა და საგარეჯოს რაიონის სოფლებში. მდინარეების ადიდების გამო, კახეთის პრაქტიკულად ყველა რაიონში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დაინგრა რამდენიმე ხიდი. სტიქიის გამო კახეთის რეგიონის ნაწილს წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
XS
SM
MD
LG