Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ევროზონისადმი ნდობა საფრთხეშია საბერძნეთის საფინანსო კრიზისის გამო


საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე, დომინიკ სტროს-კანის განცხადებით, ევროზონისადმი ნდობა საფრთხეშია საბერძნეთის საფინანსო კრიზისის გაუარესების გამო. ეს შეფასება სტროს-კანმა ბერლინში, გერმანიის ფინანსთა მინისტრ ვოფლგანგ შოიბლესთან, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ჟან-კლოდ ტრიშესთან და გერმანიის პარლამენტის წამყვან წევრებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. ბერლინში მოლაპარაკების ფონია მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე შეშფოთება და დოლართან მიმართებით ევროს, განვლილი წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაცემა საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის შედეგად. შეშფოთებას იწვევს ასევე საფინანსო კრიზისი პორტუგალიასა და ესპანეთში. ევროკავშირი და საერთაშორისო სავაოუტო ფონდი საბერძნეთს 45 მილიარდ ევროს (60 მილიარდ ევროს) დაჰპირდნენ ვალების გასტუმრებაში დასახმარებლად. გერმანიის წილია 8,4 მილიარდი ევრო, მაგრამ საბერძნეთისთვის ამ დახმარების მიწოდებამდე, ის ათენს მკაცრ პირობებს უყენებს.
XS
SM
MD
LG