Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჰუტანში ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა


ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებმა ბჰუტანში გამართეს მოლაპარაკება, რასაც ორი დაპირისპირებული ქვეყნის დაახლოების იმედი უკავშირდება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰარ სინგჰისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის შეხვედრა ბჰუტანის დედაქალაქ ტიმპუში რეგიონული სამიტის პარალელურად გაიმართა. ინდოეთმა პაკისტანთან მოლაპარაკება შეწყვიტა ბომბეიში 2008 წლის ტერაქტების შემდეგ, რომლებისთვის პასუხისმგებლობაც პაკისტანში დაფუძნებულ ექსტრემისტულ ორგანიზაციას დააკისრა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის რამდენიმე საკითხი იწვევს დაპირისპირებას, მათ შორის უთანხმოება ქაშმირის რეგიონის გარშემო.
XS
SM
MD
LG