ბოლო მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. დღეს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი კანდიდატი, ირაკლი ალასანია ”ალიანსმა საქართველოსთვის” წარუდგინა. მანამდე კომისიამ თბილისის მერობის კანდიდატებად ზვიად ძიძიგური, დავით იაკობიძე, გია ჭანტურია, გოგი თოფაძე, გიგი უგულავა, ნიკა ივანიშვილი, გიორგი ლაღიძე და თამაზ ვაშაძე დაარეგისტრირა. ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სიბიექტების მიერ ცსკ-ისთვის პროპორციული და მაჟორიტარული სიების და თბილისის მერობის კანდიდატთა წარდგენის ვადა დღეს საღამოს ექვს საათზე ამოიწურება.
ყველაზე პოპულარული
1