Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი „გაზპრომის“ და „ნაფტოგაზის“ გაერთიანების წინადადებით გამოვიდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი „გაზპრომის“ და „ნაფტოგაზის“ გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება მან თავის უკრაინელ კოლეგასთან მიკოლა აზაროვთან სოჭში შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკისა და ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ და რომ ის ორი კომპანიის გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. გაზპრომის გენერალური დირექტორის, ალექსეი მილერის თქმით, ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებმა ორი კვირის შემდეგ უნდა განიხილონ „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელობასთან ერთად.
XS
SM
MD
LG