ათენში მოხდა შეტაკება პოლიციასა და ათიათასობით დემონსტრანტს შორის. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმაც სახელმწიფო სახსრები გაფლანგეს - რის შემდეგაც ქვეყანა უმძიმეს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს განცხადებით, დეფოლტისთვის თავის აცილების გზად საბერძნეთს სამუშაო ადგილების შეკვეცა და გადასახადების გაზრდა რჩება. დღეს გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. როგორც ვარაუდობენ, საბერძნეთის მთავრობა კვირას გამოაცხადებს იმ მკაცრ ზომებს, რომელთა გატარებასაც გეგმავს იმისთვის, რათა მიიღოს ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი, რამდენიმე მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება
ყველაზე პოპულარული
1