Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და პაკისტანი ტაიმს სკვერზე აფეთქების მცდელობის დეტალებს იძიებენ


აშშ-ს და პაკისტანის ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ინტენსიურად მუშაობენ პაკისტანში დაბადებული ამერიკის მოქალაქის შესახებ დეტალების გამოძიებაზე. 30 წლის ფაიზალ შაჰზადი ნიუ კიორკის ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შაჰზადმა გამოძიებას განუცხადა, რომ ახლახან, პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონში გაიარა წვრთნა ბომბების დამზადებაში, რაც თალიბანთან მის შესაძლო კავშირზე მიუთითებს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, გრძელდება იმის დადგენა - მართლაც არის, თუ არა ტაიმს სკვერზე აფეთქების მომმზადებელი თალიბანის, ან სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული და შესაბამისად იყო, თუ არა ეს აფეთქება დაგეგმილი აშშ-ს გარეთ. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის კარაჩიში. 4 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა: ”მსურს აღვნიშნო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ რამდენიმე ვერსიას მივყვებით და ვაგროვებთ სასარგებლო სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება. იმაზე დაყრდნობით, რაც უკვე ვიცით, ნათელია, რომ ეს იყო ტერორისტების გეგმა, რომლის მიზანი იყო ამერიკელების დახოცვა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას”.
XS
SM
MD
LG