Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ფრენის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობის შემდეგ


შეერთებული შტატები ამკაცრებს ზომებს, რათა არ დაუშვას თვითმფრინავით იმ პირთა მგზავრობა, რომლებიც საგანგებო სიაში არიან შეყვანილი. ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის ნებართვა მიეცა ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ პირს, ფაიზალ შაჰზადს. ის ორშაბათს ნიუ-იორკში დააკავეს თვითმფრინავში, რომელიც დუბაიში გასაფრენად ემზადებოდა. არადა, ფაიზალ შეჰზადის გვარიც ეწერა იმ პირთა სიაში, რომელთაც თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებათ. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაამკაცრეს უსაფრთხოების მოთხოვნები: ავიაკომპანიებს მარტო ორი საათი ეძლევათ ეჭვმიტანილის ვინაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო სიების შესამოწმებლად. აქამდე მათ საამისოდ 24 საათი ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, შაჰზადიმ, რომელიც 30 წლისაა, გამომძიებლებს უთხრა, რომ ბოლოხანს ისწავლა ბომბის დამზადება პაკისტანში მდებარე ვაზირისტანის რეგიონში ყოფნისას.
XS
SM
MD
LG