Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩის განცხადებით, ის არ ემხრობა „გაზმპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ გაერთიანებას


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის არ ემხრობა რუსეთის წინადადებას კომპანია "გაზპრომის" და უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანია "ნაფტოგაზის" გაერთიანების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" ავცრელებს ცნობას იანუკოვიჩის დღევანდელ განცხადებაზე, რომ ინიციატივა, რომელიც გასულ კვირაში წამოაყენა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, „მოულოდნელი ექსპრომტი“ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ამ იდეას განიხილავსო, დასძინა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა.
XS
SM
MD
LG