Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი დახმარება დაამტკიცა


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთისთვის განკუთვნილ დახმარებაში გერმანიის წილის გადახდას. გერმანია 22,4 მილიარდ ევროს გაიღებს, რაც ყველაზე დიდი წილია კრედიტების პაკეტში, რომელიც 110 მილიარდ ევროს მოიცავს და ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მზადდება საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. მოსალოდნელია, რომ გერმანიის პარლამენტის ზედა პალატა, ბუნდესრატი, დღესვე მოგვიანებით დაამტკიცებს კანონპროექტს. დღესვე ბრიუსელში გაიმართება ევროზონის წევრი 16 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა კრედიტების საკითხზე საბოლოოდ მოსალაპარაკებლად. ამასობაში, ბევრი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ზომა შესაძლოა, საკმარისი არ იყოს ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის გავრცელების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG