ერაყში შეიარაღებულ პირთა თავდასხმებს და აფეთქებებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 200-ზე მეტი. ორი მანქანა აფეთქდა და სასწრაფო დახმარების მუშაკებზე თავდასხმა მოხდა ბაღდადიდან სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰილაში - რასაც 35-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით 140-ზე მეტის დაჭრა მოჰყვა. სისხლიანი თავდასხმები მოხდა ჩრდილოეთის ქალაქ მოსულშიც.
ყველაზე პოპულარული
1