Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ კონგრესს რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება წარუდგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს დასამტკიცებლად წარუდგინა ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობას შეეხება. ორი ქვეყნის მიერ 2007 წელს ხელმოწერილი ეს შეთანხმება აშშ-ის წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესიდან 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის გამო გაიწვია. კონგრესისადმი წერილში პრეზიდენტი ობამა აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია შეთანხმების რეალიზაციის შემაფერხებლად აღარ განიხილება. მისივე შეფასებით, ირანის საკითხში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის დონე და მასშტაბი შეთანხმების მხარდასაჭერად კონგრესისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG