Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება გადასცეს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება დღეს გენერალურ პროკურატურაში გადასცეს. როგორც ტიმოშენკომ ჟურნალისტებს განუმარტა, საუბარია 7 წლის წინანდელ საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ კუჩმას მმართველობისას დაიხურა. კონკრეტულად რომელი საქმე, ამის თაობაზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დღეს არაფერი უთქვამს. თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ საქმე მოსამართლეთა მოქრთამვის მცდელობის გამო აღიძრა. ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესია მიმდინარეობს. უკრაინის ექს-პრემიერს ეჭვმიტანილის სტატუსით 17 მაისს დაკითხავენ. იულია ტიმოშენკოს ცნობით, იმავე დღეს მისთვის აღმკვეთი ზომის შეფარდების საკითხი გადაწყდება.
XS
SM
MD
LG