Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანებმა მათი და თანამოაზრეების მოძრაობის აღდგენა დაიწყეს


კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად ვეტერანებმა მათი და თანამოაზრეების მოძრაობის აღდგენა დაიწყეს. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ერთიანი მოძრაობის აღდგენა მიზნად ისახავს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს ვეტერანთა უფლებების დაცვა, არჩევნების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აქტიურობა, თუ შესაძლო საფრთხეების განეიტრალება. საინიციატივო ჯგუფმა ვეტერანებსა და თანამოაზრეებს მხარდაჭერისა და კვლავ ქვეყნის ღირსებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. საინიციატივო ჯგუფის წევრის, გენერალ გია ყარყარაშვილის განცხადებით, აღდგენილი მოძრაობის სახელი, კონკრეტული ამოცანები და მათი რეალიზაციის გზები, თანამოაზრეებთან კონსულტაციების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში გამოქვეყნდება. საინიციატივო ჯგუფი თადარიგის გენერლებს, პოლკოვნიკებს, მაიორებს და კაპიტნებს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG