Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი საბერძნეთს ეწვია, ურთიერთობაში „ახალი ეპოქის“ დაწყების იმედით


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი საბერძნეთს ეწვია ვიზიტით, რომელიც, როგორც ერდოანი იმედოვნებს, გზას გაუხსნის ორმხრივ ურთიერთობაში „ახალი ეპოქის“ დაწყებას. ერდოანს თან ახლავს ათი მინისტრი ახალი ფორუმის ჩარჩოებში - „თანამშრომლობის საბჭოს“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვლავაც აზრთა სხვაობას იწვევს კუნძულ კვიპროსის და ეგეოსის ზღვაში საზღვრის საკითხები, თუმცა ურთიერთობა ბოლო წლებში გაუმჯობესდა.
XS
SM
MD
LG