Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს შეხვდა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს შეხვდა. მათთან არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე საუბრის შემდეგ, სემნებიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის წინადადებებს ევროკავშირი აუცილებლად განიხილავს. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ამომრჩეველთა სიის მდგომარეობა გამოიკვეთა. პეტერ სემნებიმ კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს.
XS
SM
MD
LG