Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერიგების პროცესი ავღანეთში ქალების გარეშე არ უნდა წარიმართოს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შერიგების პროცესმა ავღანეთის მთავრობას და თალიბანის ლიდერებს შორის უკუსვლა არ უნდა მოახდინოს ქალთა უფლებების საქმეში. ოთხშაბათს კლინტონი ვაშინგტონში ავღანეთის ქალ მინისტრებს, ამინა აფზალისა და სირაია დალილს შეხვდა. ერთი შრომის და სოციალურ საქმეთა, მეორე - ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. კლინტონი სტუმრებს ქალთა განათლების, მათი როლის გაზრდის, მშობიარობის და სხვა სახის ჯანმრთელობის პროგრამებისათვის დაჰპირდა დახმარებას.
XS
SM
MD
LG