Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები პოლიციის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ


პარლამენტის წინ შეკრებილი ადვოკატები პოლიციის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პარლამენტის წინ მათ მიერ მოწყობილი აქცია სანქცირებულია და კარვის გაშლის უფლებაც ჰქონდათ, თუმცა, პოლიციამ გუშინ ადვოკატებს ამის საშუალება არ მისცა. მისივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით აქციის მონაწილეები საჩივარს ამზადებენ, რომელსაც ადვოკატები ხვალ პროკურატურაში შეიტანენ. პარლამენტის წინ აქციები გრძელდება. მისი ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქციის გამართვის უფლება მერიამ მისცა და ეს აქცია 10 ივნისამდე სანქცირებულია. ადვოკატების ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს, მათ შორის - ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას, საარჩევნო კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას და არჩევნებზე 50 %-ანი ბარიერის დადგენას.
XS
SM
MD
LG