Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლიუმი“: მექსიკის ყურეში მოხერხდა ნათობის ზღვაში ჩადინების შეჩერება


მექსიკის ყურეში დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობის დინების შეჩერების იმედი გაჩნდა მას მერე, რაც „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ გამოაცხადა, რომ წარმატებით მოხერხდა მილის შეერთება გარღვეულ ადგილზე, საიდანაც სამი კვირაა ნავთობი ჩაედინებოდა ზღვაში. წარუმატებელი გამოდა „ბრიტიშ პეტროლიუმის“ წინა მცდელობა, შეეჩერებინა ჭაბურღილიდან ნავთობის დაღვრა. უკვე უკვე სამი კვრიაა, დღეში, 800 ათასი ტონა ნავთობი ჩაედინება ზღვაში, რამაც ამერიკის ლუიზიანის და ფლორიდის შტატებში გამოიწვია თევზჭერის და ტურიზმის შეწყვეტა. ეკოლოგიური კატასტროფის გარშემო „ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყებოდა, რომ მექსიკის ყურის სიღრმეში მეცნიერებმა დაადგინეს ნავთობის უზარმაზარი კაფსულების არსებობა.
XS
SM
MD
LG