Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის გამო უკრაინის ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გეგმავს


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას სამართალდამცავები დილიდან გაძლიერებულად იცავენ. დაცვის საგანგებო რეჟიმი უკავშირდება კიევში რუსეთის პრეზიდენტის ორდღიან ვიზიტს, რომლის გამოც უკრაინის ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აპირებს. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები, რომლის ხელმოწერასაც პრეზიდენტები იანუკოვიჩი და მედვედევი აპირებენ, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ კიევში მოლაპარაკების შემდეგ, მედვედევი და იანუკოვიჩი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებებს საერთო ევროპული და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
XS
SM
MD
LG