Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ირანის პირველი ბირთვული სადგური აგვიტოში ამოქმედდება


რუსეთის ატომური ენერგეტიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის პირველი ატომური ეელქტროსადგური ბუშერში, რომელიც რუსეთის მიერ აიგო, აგვისტოში ამოქმედდება. სერგეი კირიენკომ, ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ სადგური ამოქმედდება ირანის მიმართ ყოველგვარი სანქციების მიუხედავად.
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა, მათ შორის რუსეთმა, მოიწონა ირანისთვის ახალი სანქციებს დაწესების ტექსტი, რომლის მიზანია ირანის დასჯა იმის გამო, რომ უარს ამბობს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, რასაც, დასავლეთი შიშობს, ირანი ატომური იარაღის შექნისთვის ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG