Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიზესთან დიდი ავარია მოხდა


თურქეთში, რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა. 16 ქართველი ანკარის სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, საქართველოს საკონსულო თურქეთში კი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ გზის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რასაც ნაწვიმარიც დაემატა, მძღოლი დაკავებულია, მომხდარზე კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
XS
SM
MD
LG