Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმის


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს შეერთებულ შტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ბირთვული საწვავის გაცვლის გეგმას, რაც აჰმადინეჟადის თქმით, შესაძლოა, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირების მოგვარების ბოლო შანსი იყოს. ტელევიზიით ნაჩვენებ მიმართვაში, აჰმადინეჟადმა რუსეთსაც მიმართა მოწოდებით - კერძოდ, გადასინჯოს ვაშინგტონის პოზიციისადმი მხარდაჭერა. ირანის პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა მოსკოვის დადებით დამოკიდებულებას ირანის წინააღმდეგ გაეროს მორიგი სანქციების მიმართ. „არ უნდა ვხედავდეთ, რომ რთულ პერიოდში ჩვენი მეზობელი რუსეთი მხარს უჭერს იმათ, ვინც ჩვენი წინააღმდეგია, ვინც 30 წელია, ჩვენს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას იჩენს. ეს მიუღებელია ირანელი ერისთვის. იმედი მაქვს, ისინი ყურადღებას გამოიჩენენ და პოზიციას გამოასწორებენ“, განაცხადა აჰმადინეჟადმა. ის მხარდაჭერას ითხოვს გეგმისთვის, რომელიც ითვალისწინებს ირანის დაბალგამდიდრებული ურანის თურქეთში გაგზავნას, იქიდან ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ. დასავლეთის მთავრობები ამ გეგმას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG