Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარი აფეთქების მიზეზი უცნობია


ამ დრომდე უცნობია, თუ რა იყო საქართველო-თურქეთის საზღვართან გასულ ღამით მომხდარი აფეთქების მიზეზი. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ჯერჯერობით მხოლოდ იმას იუწყება, რომ ინციდენტის ადგილას სამძებრო-საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს. ცნობა დასახლებულ პუნქტ პოსოფთან მომხდარი აფეთქების შესახებ გასულ ღამით თურქეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს და ავიაკატასტროფა არ გამორიცხეს. მოგვიანებით აფეთქების ფაქტი დაადასტურა, თუმცა, ავიაკატასტროფა უარყო საქართველოსთან მოსაზღვრე არდაჰანის პროვინციის გუბერნატორმა.
XS
SM
MD
LG