Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძებნილი ალ-ბაშირი კვლავ სუდანის პრეზიდენტია


გაიმართა სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ინაუგურაცია - სახელმწიფოს ერთადერთი მოქმედი მეთაურის, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძებნა აქვს გამოცხადებული. ალ-ბაშირი პოსტზე კიდევ ერთხელ აირჩიეს კენჭისყრით, რომელსაც თან ოპოზიციის ბოიკოტი და გაყალბების შესახებ განცხადებები ახლდა. ბაშირი უარყოფს ბრალდებას, რომ მას მკვლელობის, გაუპატიურების და წამების ბრძანებები აქვს გაცემული ომით გაჩანაგებულ დასავლეთ დარფურში. 2011 წლის იანვარში დანიშნულია რეფერენდუმი სუდანის ნახევრად ავტონომიური სამხრეთის გამოყოფის თაობაზე - რაც, ანალიტიკოსების აზრით, ნავთობით მდიდარი რეგიონის დამოუკიდებლობას მოიტანს.
XS
SM
MD
LG