Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჭანტურიას აზრით არჩევნების საბოლოო შედეგები ეგზიტპოლებისაგან განსხვავებული იქნება


ე.წ. ნაციონალური არხების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები შედარებით განსხვავებული იქნება, თუმცა, უმთავრესია, რომ არჩევნები შედგა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის არჩევანს, კარგად გავიაზროთ პასუხისმგებლობა და დედაქალაქში არსებულ პრობლემებს ერთობლივად მივხედოთ - განაცხადა ჭანტურიამ.
XS
SM
MD
LG