Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოში ნაცმოძრაობა უმრავლესობაში იქნება


გორი
გორი
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების მიღება დაასრულა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა.

წინასწარი მონაცემებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 78% მიიღო, მეორე ადგილზე 11%-ით ქრიასტიან-დემოკრატები გავიდნენ, ალიანსმა საქართველოსთვის მხოლოდ 5% მიღო.

მაჟორიტარულ თემებშიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

30 მაისის არჩენებზე ამომრჩეველთა 59% მივიდა. საოლქო კომისიაში გუშინ 7 საჩივარი შევიდა, აქედან - 4 საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანმა არჩევნებმა შეიტანა, 3 კი - ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლებმა.

საჩივრები, ძირითადად, ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას ეხებოდა. გარდა ამისა, ალიანსი საქართველოს შტაბის უფროსმა იოსებ ბორცვაძემ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩევლების მოსყიდვაშიც დაადანაშაულა.

საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეიდან დაიწყებს. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ხორბალაძის აზრით, ხარვეზების მიუხედავად არჩევნები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ობიექტურად ჩატარდა.

გორის ახალ საკრებულოში 31 დეპუტატი იქნება. უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წევრია. ახალ საკრებულოში წარმომადგენელები ეყოლებათ ქრისტიან-დემოკრატებს და თორთლაძე-დემოკრატებს, მათმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ერთ-ერთი სოფლის არჩევნებში გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG