Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს გიგი უგულავა


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ხმების 55,23 %-ით ლიდერობს გიგი უგულავა, ირაკლი ალასანიას 19 % აქვს, გიორგი ჭანტურიას - 10,4%, ზვიად ძიძიგურს - 8,3%, გოგი თოფაძეს - 5,2 %. თბილისის მერობის დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა ხმების 1%-ზე ნაკლები მოაგროვა. პროპორციული სისტემით თბილისში დათვლილია 574 უბნის შედეგები, რომლის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 52,6 % აქვს, ალიანსს საქართველოსთვის 18,8%, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას 11,5 %, ეროვნულ საბჭოს 8,3 % და თოფაძე-მრეწველებს 6,4 %. დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. საქართველოს მასშტაბით 1920 უბნის შედეგებია დათვლილი. ნაციონალურ მოძრაობას ხმების 64,8 % აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას 11, 9%, ალიანსს საქართველოსთვის 11,1 %, ეროვნულ საბჭოს 7,1 % და თოფაძე-მრეწველებს 4,8 %.
XS
SM
MD
LG