რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მიესალმა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს დონის როსტოვში, სადაც მუშაობა დაიწყო რუსეთ-ევროკავშირის სამიტმა. სამიტის თემებია სხვათა შორის რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო მოგზაურობის უფლება ევროკავშირის ქვეყნებში. ექსპერტების თანახმად, სამიტი შეიმუშავებს ახალ პროგრამას „პარტნიორობას განახლებისთვის“, რაც მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობის შემობრუნების წერტილი იქნება.