Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში მებაჟეებზე თავდასხმის გამო, ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოსკენ მიმავალი აფხაზი მებაჟეების ავტომანქანა ავტომატური იარაღიდან დაცხრილეს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 აფხაზი მებაჟე. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა აფსნიპრესს განუცხადა, რომ დივერსიული აქტი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განახორციელეს. თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ირწმუნება, რომ დაპირისპირება აფხაზებს და რუს სამხედროებს შორის მოხდა და მიზეზი გალის რაიონის მოსახლეობისგან იძულებით მიღებული თანხის განაწილება იყო
XS
SM
MD
LG