Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაციის დროს ამოღებული თანხით პირველკლასელებისთვის კომპიუტერებს შეიძენენ


საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სამართალდამცავთა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებულ დამნაშავეთა სერიოზული ჯგუფი და ნარკოტრანზიტის მიმართულება, რომლითაც საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკები შემდეგ სხვა ქვეყნებშიც იგზავნებოდა. დღევანდელ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობას უხდის და ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის მზადყოფნას ადასტურებს. პრესსპიკერის ცნობითვე, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად თანამშრომლობისთვის საქართველომ ესპანეთში წარმომადგენლები გაგზავნა. პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დამნაშავეთა ჯგუფისთვის აღმოჩენილი დაახლოებით 2 მილიონი ევრო პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შესაძენად დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG