Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის შეკავების საქმეში წინსვლა შეინიშნება


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ბრიტანეთის ენერგოგიგანტი „ბრიტიშ პეტროლიუმი“ ბოლოს და ბოლოს წარმატებას აღწევს მექსიკის ყურეში დაღვრილი უზარმაზარი მოცულობის ნავთობის ნაწილის შეკავებაში. მაგრამ, ობამას თქმით, ნავთობზე კონტროლის დაწესების საქმეში „ოპტიმიზმი ჯერაც ძალზე ნაადრევია“. ობამამ ეს განცხადება პარასკევს გააკეთა ლუიზიანაში, კატასტროფის რეგიონში მესამე ტურნეს დროს, მას მერე, რაც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა დაიწყო 45 დღის წინ. დაზიანებულ მილსადენს ხუთშაბათს ჩამოაცვეს დამცველი ხუფი, რომელმაც მჟონავი ნავთობის შეკავება დაიწყო. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენი ნავთობის შეკავება ხერხდება.
XS
SM
MD
LG