Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1.85-მდე დაეცა


მომდევნო ორი თვის განმავლობაში ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1.85-ის ნიშნულზე შენარჩუნდება , - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. ექსპერტის აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდამ გამოიწვია, დაირღვა მოთხოვნა-მიწოდება დოლართან მიმართებაში, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ლარის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ავტომატურ გაძვირებას გამოიწვევს. თუმცა, ემზარ ჯგერენაიას გათვლით, არ უნდა გაძვირდეს ის პროდუქტები, რომელთა ფასებიც მსოფლიო ბირჟებზე კლების ტენდენციით ხასიათდება.
XS
SM
MD
LG