Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მთელ მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციებზე ისრაელის დასაგმობად


დღეს მთელ მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციებზე ისრაელის მიერ პალესტინელთა მხარდამჭერი აქტივისტების მოკვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. განრისხებული დემონსტრანტები გაიძახდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და აფრიალებდნენ პალესტინელთა და თურქეთის დროშებს. დემონსტრაციები გაიმართა სტამბოლში, ლონდონში, დუბლინში, პარიზსა და საფრანგეთის მთელ რიგ ქალაქებში. ორშაბათის შემდეგ თურქეთში ყოველდღე იმართება დემონსტრაციები პალესტინელებისა და ჰამასის მხარდასაჭერად, რომელიც ღაზას აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG