Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში, სადაც სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს, ეს საკითხი ჯერჯერობით შიდა განხილვის საგანია. ჯალაღანიას თქმით, წლის ბოლომდე რაიმე მყისიერი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თბილისი ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და რაიმე აჟიოტაჟის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
XS
SM
MD
LG