Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლოში სოზარ სუბარის საჩივარი შევიდა


ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სოზარ სუბარის საჩივარი შევიდა. ყოფილი სახალხო დამცველისა და პოლიტიკურ გაერთიანება „ალიანსი საქართველოს“ ასევე ყოფილი თანათავმჯდომარის ინტერესებს ევროსასამართლოში ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ იცავს. საქმე ეხება სოზარ სუბარის უფლებების, მისი შეფასებით დარღვევას 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ზომების განხორციელებისას. სუბარი ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევის ცნობას ითხოვას. მათ შორის არის მუხლები არაადამიანური მოპყრობის, გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების შესახებ. სუბარმა ევროსასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოში ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოწურა.
XS
SM
MD
LG