Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ უარყო ინფორმაცია თრუსოს ხეობაში სპეცრაზმის გაგზავნის შესახებ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თრუსოს ხეობაში სამინისტროს გასამხედროებული ქვედანაყოფები გაიგზავნა. სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ თრუსოს ხეობაში მსგავსი არაფერი ხდება. ეს ხეობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსაზღვრედ მდებარეობს.
XS
SM
MD
LG