Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ და დავით გულაშვილების საქმეს სასამართლო 18:00 საათზე განიხილავს


გაზეთ ”ჯორჯიან თაიმსის” გამომცემლის მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟისთვის აღმკვეთი ზომის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო საღამოს 6 საათისთვის იმსჯელებს. სასამართლოს განმარტებით, მალხაზ და დავით გულაშვილების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. მაისში ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ვაჟთან ერთად ჩავიდა ცხინვალში, საიდანაც მოგვიანებით რუსეთში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG