Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი უარყოფს, რომ თალიბანს ეხმარება


პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა "ბოროტი უწოდა" ცნობას, რომ პაკისტანის დაზვერვის სამსახური საკვანძო მხარდაჭერას უწევს თალიბ მეამბოხეებს ავღანეთში. ცნობა, პრესტიჟულმა უწყებამ, „ლონდონის ეკონომიკის სკოლამ“ გაავრცელა. მის თანახმად, პაკისტანის დაზვერვა ფინანსებით, წვრთნით და საცხოვრებლით ეხმარება თალიბებს. პაკისტანის არმიის გენერალმა, აბასმა თქვა, რომ პაკისტანის არმიის და დაზვერვის მიერ გაღებული მსხვერპლი ტერორიზმთან ბრძოლაში, თავისთავად მეტყველებს.
XS
SM
MD
LG