Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


კენიის დედაქალაქში, ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ ხუთი ადამიანი დიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციაში, პარლამენტის რამდენიმე წევრი და სასულიერო პირიც მონაწილეობდა. რელიგიური პირები კონსტიტუციაში არსებულ იმ მუხლს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბორტის გაკეთება ნებადართული იქნება. საპროტესტო აქციის მონაწილეები აფეთქებაში ბრალს კონსტიტუციის მომხრეებს სდებენ.
XS
SM
MD
LG