Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორი იმყოფება


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორი თომას დაგოსტინო იმყოფება. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თომას დაგოსტინო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდება. განიხილება აშშ-საქართველოს თანამშრომლობა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის შესახებ. დაგოსტინო ასევე მოინახულებს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ობიექტებს. თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია პარტნიორ ქვეყნებს უზრუნველყოფს რადიაციის გამოსამჟღავნებელი აღჭურვილობით და ჩაატარებს ტრენინგებს საერთაშორისო საზღვრებზე და გამშვებ პუნქტებზე ბირთვული და რადიოლოგიური მასალის უკანონო გადატანის ხელის შეშლის, გამოვლენის და აღკვეთის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის განხორციელების შეთანხმებას ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციამ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა 2005 წლის 6 დეკემბერს მოაწერეს ხელი. პროგრამის დასრულების შედეგად სასაზღვრო მოძრაობის დაახლოებით 98% ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალებზე მარეგულირებელი კონტროლით შემოწმდება.
XS
SM
MD
LG