Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა მუქარას აგრძელებს


ჩრდილოეთი კორეა აგრძელებს მუქარას და აცხადებს, თუკი გაეროს უსაფრთხოების საბჭო მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ის საომარ მოქმედებებს დაიწყებს. სამხრეთ კორეის 1 200-ტონიანი სამხედრო ხომალდი 26 მარტს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ჩაიძირა. ხომალდის ჩაძირვის შედეგად ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 46 წევრი დაიღუპა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოძიებით მტკიცდება, რომ გემი ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან ნასროლი ტორპედოს მსხვერპლი გახდა. თუმცა, ჩრდილოეთი კორეა გამოძიების შედეგებს პროვოკაციულად მიიჩნევს და ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG