Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე დახარჯულ თანხებს ათასობით პირი აპროტესტებს


სამხრეთ აფრიკის ათასობით მოქალაქემ დემონსტრაცია გამართა და მთავრობის მიერ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დახარჯული თანხები გააპროტესტა. ქალაქ დურბანში, ფიფასა და ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაში დაახლოებით 3,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი აცხადებდნენ, რომ მთავრობას ფულის ხარჯვის არასწორი პრიორიტეტები აქვს, ვინაიდან ქვეყანაში მილიონობით ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს. ფიფას მოთხოვნით, სამხრეთმა აფრიკამ მსოფლიო ჩემპონატის მოსამზადებელ სამუშაოებს დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარი დაახარჯა.
XS
SM
MD
LG