Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ოშში ყირგიზეთის ჯარები პატრულირებენ


სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშის ქუჩებში ყირგიზი ჯარისკაცები პატრულირებენ. ბოლო დღეებში სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ოში იყო ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებების ეპიცენტრი. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 187 ადამიანი, დაშავებულია 2000-მდე კაცი. მსხვერპლის უდიდეს ნაწილს შეადგენენ უზბეკები, რომელთაგან ათასობით ადამიანი უკვე გაიქცა მეზობელ უზბეკეთში, გაქცევას ცდილობენ სხვებიც. უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს მოუწოდა, მალე გააგზავნოს დახმარება ადგილნაცვალი პირებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ტელეფონით ესაუბრა ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ როზა ოტუნბაევას, მისი ქვეყნისთვის საჭირო დახმარებაზე მოსალაპარაკებლად. შეერთებულმა შტატებმა 10,3 მილიონი დოლარი გამოჰყო ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ბიშკეში პოლიციის ხელმძღვანელ ზარილბეკ რისალიევის განცხადებით, სამხრეთში 111 ადამიანი დააკავეს ეთნიკური დაძაბულობის გაღვივებაში ბრალდების საფუძველზე. ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება ძალადობაში დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG